Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სტადიონებზე მისული მაყურებლების საშუალო რაოდენობა სერია ა-ში

სერია ა-ში სტადიონები მთავრობის გადაწყვეტილებით 50 პროცენტით გაიხსნა და Gazzettino-მ გამოაქვრყნა სტატისტიკა, თუ რომელ მატჩებს დაესწრო გასულ 2 ტურში ყველაზე მეტი ქომაგი.

პირველ ტურში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ინტერი-ჯენოას მატჩს დაესწრო. სან სიროზე 37,961 შესაძლო ბილეთიდან 27,402 ბილეთი გაიყიდა.

მეორე ადგილზე რომა-ფიორენტინას შეხვედრა გახლდათ, 36,630-დან 26,997 გაყიდული ბილეთით და ნაპოლი-ვენეცია, 18,300 ბილეთი შესაძლო 27,363-დან.

მეორე რაუნდში ყველაზე მეტი ქომაგი მილანი-კალიარის მატჩს დაესწრო – 37,961 შესაძლოდან 31, 946. ლაციო-სპეციას 36,630 შესაძლო ქომაგიდან 22,000 დაესწრო, იუვე-ემპოლის 17,584 (შესაძლო 20,753), ფიორენტინა-ტორინოს კი 12,592.