Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ ალეგრიმ უნდა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო დონის სპეციალისტია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ბიანკონერის პრობლემებზე ისაუბრა.

„გაოცებული ვარ იმ კომუნიკაციის ნაკლებობით, რაც იუვენტუსში არის. აშკარაა, რომ ალეგრი იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობით კმაყოფილი არ არის, მაგრამ ტურინელები ახლა გუნდის წინა ხელმძღვანელობის შეცდომებს იმკიან.

„კერუბინის და არივაბენეს გუნდის სათავეში ყოფნის გამოცდილების დაგროვება მოუწევთ, ალეგრის კი გუნდში დახვდა ფეხბურთელები, რომლებიც წარმოუდგენელ ხელფასებს იღებენ და მათი გაყიდვა ამის გამო თითქმის შეუძლებელია.

„ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე დატოვა, რითიც გუნდი ურთულეს სიტუაციაში ჩააგდო.

„ინტერში მაროტა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ფენომენია და იუვენტუსს სწორედ მისნაირი ფიგურა აკლია. ალეგრი ახლა რთლ სიტუაციაშია და კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მსოფლიო დონის სპეციალისტია. ვფიქრობ, რომ ეს ალეგრის კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან მისგან მთელი საფეხბურთო სამყარო მხოლოდ წარმატებას მოელის, თუმცა ამისთვის არც თუ ისე კარგი პირობები აქვს.“