Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარდელი:“ ინტერის კრიტიკოსებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ“

ინტერმა კალიარი დაამარცხა და სერია ა-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა კრიტიკოსები ნერაძურის დაცვით და არასანახაობრივი თამაშის გამო მაინც აკრიტიკებენ.

ამ თემაზე კომენტარი მარკო ტარდელიმ გააკეთა.

„როდესაც ხალხი ამბობს, რომ ინტერი ცუდად და უსახურად თამაშობს, ძალიან მეცინება.

„შეხედეთ მაჩვენებლებს, ინტერს საუკეთესო დაცვა და საუკეთესო შეტევა ჰყავს. ვფიქრობ, რომ ნერაძური სრულყოფილი გუნდია, რომელიც სკუდეტოს ულაპარაკოდ იმსახურებს.“