Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტიაგო სილვას წელიწადში 10 მილიონი სურს

ფიორენტინას და მილანის სატრანსფერო სამიზნეს,ტიაგო სილვას წელიწადში ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო სურს.

La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,ორივე იტალიურმა გუნდმა მისი გაფორმება სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიფიქრა.

ტიაგო სილვას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს,შესაბამისად ნებმისმიერ მსურველს მისი ხელში ჩაგდება უფასოდ შეუძლია,თუმცა რომელი გუნდი გადაუხდის 35 წლის ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონ ევროს,ძნელი წარმოსადგენია.

გავრცელებული ინფორმაციით,ფიორენტინამ ბრაზილიელ უკანახაზელს სეზონში 5.5 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა,თუმცა სილვა მოთხოვნების შემცირებას არ აპირებს,ამიტომ მისი იტალიაში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *