Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალის აგენტი:“ ანტონიო კასანო ისტორიაში საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია“

სანდრო ტონალის აგენტმა, ბეპე ბოცომ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და ანტონიო კასანოს ბაჯოზე, დელ პიეროზე, ტოტიზე და სხვა გამორჩეულ იტალიელ ფეხბურთელებზე უკეთესი უწოდა…

ბოცო კასანოს აგენტი მთელი მისი საფეხბურთო პერიოდი გახლდათ.

„კასანო ყველაზე ძლიერი იტალიელი ფეხბურთელი იყო. ის ტოტის, ბაჯოს და დელ პიეროს ჯობდა და ვწუხვარ, რომ მან Ballon d’Or-ის მოგება ვერ მოახერხა, ის ამას ნამდვილად იმსახურებდა.

„ხალხს ავიწყდება, რომ ანტონიო თამაშებს მარტო იგებდა და ისეთ დონეზე თამაშობდა, როგორზეც სხვას არავის უთამაშია.

„ის დაუფასებელი იყო, რადგან კარგი პრესა არასოდეს ჰქონია. მას მედიასთან უკეთესი ურთიერთობა რომ ჰქონოდა, კარიერას გაიხანგრძლივებდა და შესაძლოა ახლაც ფეხბურთელი ყოფილიყო.“

კასანომ ფეხბურთს თავი 2018 წელს დაანება. კარიერის განმავლობაში ის ბარის, მადრიდის რეალის, სამპდორიას, მილანის, ინტერის და პარმას რიგებში თამაშობდა და სერია ა-ს 400 მატჩში 112 გოლის გატანა მოახერხა, რასაც ნაკრებში ჩატარებულ 39 მატჩში გატანილი 10 გოლი ემატება.