Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი ნაპოლის გაცვლას სთავაზობს

ტოტენჰემი მზადყოფნას გამოთქვამს,რომ ნაპოლის პოლონელი შემტევის – არკადიუშ მილიკის სანაცვლოდ ერიკ ლამელა და გარკვეული თანხა შესთავაზოს.

ინგლისელები ჰარი კეინის მეწყვილეს ეძებენ და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი სწორედ არკადიუშ მილიკია.

ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე,ტოტენჰემს მილიკში მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია და ტრანსფერში ერიკ ლამელას ჩართვას სთავაზობს.

ლამელა ტოტენჰემში 7 წლის წინ რომადან გადავიდა,თუმცა ძირითად შემადგენლობაში ტრავმებისა და კონკურენციის გამო ვერ ხვდებოდა.

მილიკს ნაპოლისთან კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება და თუ მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ,მაშინ ნაპოლი იძულებული იქნება მილიკი გაყიდოს,დე ლაურენტისს კი კონკურენტი იუვენტუსის ან მილანის გაძლიერება არ სურს და ფეხბურთელის საზღვარგარეთ გაყიდვას შეეცდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *