Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემმა ინტერს შკრინიარის თაობაზე პირველი წინადადებით მიმართა

დილით უკვე მოგახსენეთ, რომ ტოტენჰემი მილან შკრინიარის ტრანსფერით ინტერესდებოდა, Sport Mediaset-ის ინფორმაციით კი ლონდონელებმა ინტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ პირველი წინადადებით მიმართეს.

გამოცემის მტკიცებით, ტოტენჰემმა ინტერს სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც დიდი ალბათობით დაიბლოკება, რადგან ნერაძურის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 55-60 მილიონი ევროს მიღება სურს.

გუნდები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და არ არის გამორიცხული, რომ შკრინიარმა ინტერი იჯარის წესით დატოვოს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *