Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტურე:“ მილანში ყოფნის გამო უბედნიერესი ვარ“

მილანმა 24 წლის სენეგალელი ფეხბურთელი ფოდო ბალო-ტურე ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„მილანის დონის გუნდში ყოფნის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც მალდინისა და ჩემს აგენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეოდა, მე ვერც კი წარმომედგინა, რომ როსონერის რიგებში თამაშის საშუალება მექნებოდა.

„იტალიაში ყველა ძალიან კარგად დამხვდა და მე იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე. პიოლის უკვე ვესაუბრე და მან ამიხსნა, თუ რას მოელის ჩემგან.

„მე უნდა მოვუმატო შეტევაში და შევძლო ის, რასაც ტეო ერნადნესი აკეთებს.

„მსგავსება ჩემსა და ტეოს შორის ? ყველას თავისი სტილი აქვს, მაგრამ მე მასსავით სწრაფი ვარ. მე მოსამატებელი ბევრი მაქვს, მათ შორის სიტუაციის შეფასების მხრივ, მაგრამ ჩვენ ყველას ძლიერი მხარეები გვაქვს.

„მენიო ? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ერთად თამაშის საშუალება კიდევ მოგვეცა. ჩვენ პსჟ-ში და ლილში ძალიან კარგი პერიოდი გამოვიარეთ, ის ჩემთვის ძმასავითაა და ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევს.

„ჩემი კუმირი ? მე ასეთი ფეხბურთელი არ მყავს. ბავშვობაში ფორვარდებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ ერთ კონკრეტულის დასახელება გამიჭირდება.

„მალდინი ? ის ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა და მისაბაძი მაგალითია. ბედნიერი ვარ, რომ ის მენდო და ჩემი მილანში მოყვანა გადაწყვიტა.

„რატომ 5 ? 5 და 3 ნომრები მარცხენა მცველების სტანდარტული მაისურებია, 3 დაკავებულია, ამიტომ მე 5 ავირჩიე.

„რა ვერ წავიდა კარგად მონაკოში ? ფეხბურთი ასეთია, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ ახლა მე მილანში ვარ და მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ.

„რატომ მილანი ? მილანი უდიდესი გუნდია და ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მე აქ მინდა განვითარდე და ამისთვის ბევრს ვიმუშავებ, შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ ითამაშებს, მწვრთნელს მოუწევს.

„აფრიკის თასი იანვარში ? მე ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ასპარეზობა შემეძლება, თუ გუნდს ამ საკითხთან საუბარი სურს, პრობლემა არ იქნება.

„ფრანგულად მოსაუბრე ფეხბურთელები მილანში ? ბედნიერი ვარ, რომ ისინი აქ არიან. ისინი კომუნიკაციაში დამეხმარებიან და იმედი მაქვს, რომ ენის ბარიერს მალე გადავლახავთ.

„სხვაობა იტალიურ და ფრანგულ ფეხბურთს შორის ? საფრანგეთში უფრო მეტი ინტენსიურობა და ფიზიკურობაა, იტალიაში კი ტაქტიკას უდიდესი ყურადღება ექცევა და მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი ყურადღებით გიწევს ყოფნა.“