Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იუვენტუსის და ინტერის ინტერესზე ჯეკოს მიმართ

საიდუმლო აღარავისთვის არ არის, რომ რომაში მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაა და სიტუაცია ლაციოსთან და სპეციასთან მარცხის შემდეგ უკიდურესად გართულდა.

ბოლო პერიოდში ედინ ჯეკოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები კვლავ ქტუალური გახდა და იტალიურ მედიაში მის მსურველებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი ბოსნიელი ფეხბურთელის გაფორმების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ნერაძურის რთული ფინანსური სიტუაციის გამო ფავორიტად ტურინელები სახელდებიან.

იუვენტუსი უკვე დიდი ხანია ალვარო მორატას შემცვლელ ფორვარდს ეძებს და ედინ ჯეკო ანდრეა პირლოს ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია.

თუმცა, Gazzetta dello Sport-ის და Tuttomercato-ს მტკიცებით, არც იუვენტუსი და არც ინტერი ვეტერანი ფორვარდის გაფორმებაზე მუშაობას არ აპირებენ.

ასეა თუ ისე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 დღე რჩება და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.