Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას უარი ინტერს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე წინადადებით მიმართა, თუმცა ფლორენციელებმა ნერაძურის უარი განუცხადეს.

ინტერი რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ედინ ჯეკოსთან ერთად, რომელიც ნერაძურის უახლოეს დღეებში შეუერთდება, ბენეამატა კიდევ ერთ ფორვარდს ეძებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბეპე მაროტას ფავორიტი ფეხბურთელი დუშან ვლაჰოვიჩია, რომლის სანაცვლოდაც ნერაძურიმ ფლორენციელებს 50 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. იები ახალგაზრდა სერბის სანაცვლოდ მინიმუმ 65 მილიონს ითხოვენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილანურმა გრანდმა აღნიშნული თანხა გადაიხადოს.