Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენციმ სევილიას უარი უთხრა, ის მილანის მოლოდინშია

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ალესანდრო ფლორენციმ სევილიაში ტრანსფერზე უარი განაცხადა და მას მხოლოდ მილანში გადასვლა სურს.

იტალიელი უკანახაზელი რომას გეგმებში არ შედის და მას ბოლო დღეებია მილანს აქტიურად უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით გუნდებს შორის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

რომას ფლორენცის სანაცვლოდ 6-7 მილიონის მიღება სურს, მილანი კი თავის მხრივ 30 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Il Giornale-ს ცნობით, ფლორენცის მილანში ტრანსფერი დროის საკითხია და ჯალოროსის დათმობაზე წასვლა აუცილებლად მოუწევს.