Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ დაცვაში სრულყოფილი თამაში გვმართებს“

პაულო ფონსეკამ აიაქსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ბიჭები ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებულები არიან. ჩვენ მოედანზე სრულყოფილი თამაშის ჩვენება გვმართებს. აიაქსი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც სასუოლოს მსგავსად შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ თითოეულ მომენტში 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ.

„დაცვაში შეცდომები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, რადგან აიაქსი შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავთ და ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს.

„ვართ თუ არა ფავორიტები ? ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე მიმდინარე პროცესებია და მე წინ ორ თანაბარ მატჩს ველოდები.

„ვერეტუ ? დიახ, მან ტრავმა სრულიად მოიშუშა, კარგად ივარჯიშა და ხვალ ითამაშებს.“