ფონსეკა:“ იდეალური რომა…“
პაულო ფონსეკამ უდინეზეს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, გუნდმა გეგმა იდეალურად შეასრულა. ჩვენ შეხვედრა ძლიერად დავიწყეთ, 3 გოლი გავიტანეთ, 1 გოლი გაგვიუქმე და ამის გარდა ბევრი მომენტი კიდევ გვქონდა.
„მეორე ნახევარში ჩვენ თამაშის ტემპს ვაკონტროლებდით, კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ და საერთ ჯამში მოედანზე იდეალური რომა ვიხილეთ.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როდრიგო დე პაული მუდამ პრესინგის ქვეშ ყოფილიყო და მისთვის თავისუფლად მოძრაობის საშუალება არ მიგვეცა, გუნდმა ამის გაკეთება შესანიშნავად მოახერხა.“
ფონეკასთან კონფლიქტის შემდეგ, ედინ ჯეკომ კიდევ ერთი მატჩი დაიწყო სათადარიგოთა სკამზე და მის მაგივრად ძირითადში კვლავ მაიორალი ვიხილეთ, თუმცა შეესაბამება თუ არა ის რომას სისტემას ?
„ჯეკო და ბორხა ორი განსხვავებული მახასიათებლების ფეხბურთელები არიან და ის, თუ ვინ ითამაშებს ძირითადში, მეტოქის თამაშის სტილზე და მათ დაცვაზეა დამოკიდებული. ბორხას მეტოქის ნახევარზე სივრცეების ათვისება კარგად შეუძლია, თუმცა მეორე ნახევარში ჯეკო დაგვჭირდა, რადგან უდინეზე ნელ-ნელა ზეწოლას აძლიერებდა.
„ვერეტუ ? ჩვენ სეზონის სტარტზე სანაძლეო დავდეთ, რომ ის 10 გოლზე მეტს ვერ გაიტანდა, თუმცა როგორც ჩანს მე წავაგებ, რადგან მას უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.“
ბრაიან კრისტანტეს კვლავ ცენტრალური მცველის პოზიციაზაე მოუწია თამაში, რადგან კრის სმოლინგი და მარაშ კუმბულა ტრავმირებულები არიან.
„ბრაიანი ძალიან ინტელიგენტი მოთამაშეა. კუმბულამ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა კრისტანტეთი მოგვიწია, რომელმაც თავის მხრივ იმედი არ გაგვიცრუა.“