Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ რომა მანჩესტერში ამბიციური მიზნებით ჩადის“

პაულო ფონსეკამ ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

მანჩესტერი – რომას პირველი დაპირისპირება ოლდ ტრაფორდზე ხვალ, 23:00 საათზე გაიმართება.

„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. შენ ნახევარფინალური მატჩის თამაში ყოველდღე არ გიწევს და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს ეს შეხვედრა გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის.

„ჩვენ დღეს რომის ქუჩებში ქომაგების გვერდში დგომა ნათლად დავინახეთ და მათი მუხტი აუცილებლად დაგვეხმარება.

„ხვალ ჩვენ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც ევროპა ლიგის მოგების ფავორიტია. მე კრის სმოლინგს და ჰენრიხ მხითარიანს, რომლებიც მანჩესტერის რიგებში თამაშობდნენ, ბევრი ვესაუბრე და გუნდი მანჩესტერთან შეხვედრისთვის მზად არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდს სმოლინგი დაუბრუნდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჯანლუკა მანჩინის დისკვალიფიკაცია აქვს.

„მართალია ჩვენ სერია ა-ში საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ორ ფრონტზე ბრძოლა ტრავმების ფონზე ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ ხვალ მოედანზე დიდი ამბიციებით გავალთ.

„ვიცით, რომ ისეთი დონის გუნდი, როგორიც მანჩესტერია, შეცდომებს არ გვაპატიებს, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად სრულყოფილი თამაშის ჩვენება დაგვჭირდება.

„მათ ძალიან გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ და გუნდის, ქალაქის და სრულიად იტალიის ღირსება დავიცვათ.“