Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფოფანამ მილანში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კომენტარი გააკეთა

მილანი ფრანკ კესის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთი სახელი, რომელსაც იტალიურ გრანდს ბოლო პერიოდში უკავშირებენ, ლენსის ფეხბურთელი სეკო ფოფანა გახალვვთ.

ამ თემაზე კომენტარი თავად ფრანგმა ფეხბურთელმა გააკეთა.

„მილანის ინტერესი ? ეს დიდებული გუნდია, რომელშიც ჩემი მეგობარი მენიო თამაშობს და რომელმაც ახლახანს იტალიის ჩემპიონატი მოიგო. მე მილანი ძალიან მომწონს, მაგრამ მე ლენსის ფეხბურთელი ვარ, სატრანსფერო ჭორებს კი დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

„ვეტყოდი თუ არა თანხმობას მილანს ? თუ მათ ჩემი გაფორმება სურთ, მალდინის ლენსთან საუბარი მოუწევს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მილანს ჩემი გაფორმება 2020 წელს შეეძლო, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

„რას ვფიქრობ მილანის შესახებ ? მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. მე მენიოსთან ხშირი კავშირი მაქვს და მან არაერთხელ დამიდასტურა, რომ როსონერის მომავალში ამბიციური გეგმები აქვს. იმედი მაქვს, რომ ისინი წარმატებულად იასპარეზებენ.“