Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შიკის სამედიცინო შემოწმება გადაიდო

რომამ და ლევერკუზენმა პატრიკ შიკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და ჩეხ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაევლო, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, პროცედურა გადაიდო.

ამის მიზეზი კი ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთი დამხმარე მწვრთნელი გახდა, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ამის გამო მთელი ნაკრები იზოლაციაში გადაიყვანეს.

პატრიკ შიკი, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით ლეიფციგში გაატარა, ლევერკუზენს 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *