Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს 7 პოტენციური შემცვლელი მილანში…

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის სასურველი ფეხბურთელების სიაში ამ მომენტში 7 სახელი ფიგურირებს.

ისკო და კოუტინიო, რომლებიც მადრიდს და ბარსელონას ტოვებენ, გუნდისთვის მიმზიდველ ვარიანტებად რჩებიან, მაგრამ მაღალი ხელფასის გამო ისინი პრიორიტეტულ სამიზნეებად არ მოიაზრებიან.

ჰაკიმ ზიეიჩი პირველ რიგში ტომას ტუხელის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, მილანს კი ჩელსისთან კარგი ურთიერთობის გამოყენება სურს და იმედოვნებს, რომ ფეხბურთელს იჯარით გაიფორმებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

კიდევ ერთი რეალური სამიზნე ცსკა-ს ნიკოლა ვლაშიჩია და რუსები მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა გამოსყიდვის ვალდებულებით – 30 მილიონ ევროდ.

როსონერის რადარზე რჩებიან ბრუგეს ახალგაზრდა ტალანტი ჩარლზ დე კეტელაერი, იოსიპ ილიჩიჩი და ლაიფციგის მარსელ საბიტსერი, მაგრამ ბოლო პერიოდში მათ ტრანსფერზე როსონერი პასიურობს…