Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ იუვეს წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება

მილანის ლაზარეთიდან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.ჰაკან ჩალჰანოღლუ,რომელმაც ლაციოსთან შეხვედრა ტრავმის გამო დატოვა,სრულიად ჯანმრთელია და ბიანკონერისთან დაპირისპირებაში დიდი ალბათობით ძირითად XI იქნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით,თურქ ფეხბურთელს ტესტები დღეს დილით ჩაუტარდა და კუნთის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.დღეს მილანის 10-იანი ვარჯიშს დაუბრუნდება და პიოლის დაკვირვების შემდეგ გადაწყდება,არის თუ არა ის მზად ძირითადი შემადგენლობისთვის.

სერია ა-ს დაბრუნების შემდეგ,ჰაკანმა 2 გოლი გაიტანა,2 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *