Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ 5 მილიონს ითხოვს

რამდენიმე კვირის წინ ჰაკან ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლა უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე მისი გუნდში დარჩენა.

მოგეხსენებათ, თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე, უფრო კონკრეტულად კი ხელფასზე შეთანხმებას უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებენ.

რამდენიმე დღის წინ ჰაკანის აგენტი მილანის ხელმძღვანელობას შეხვდა და ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მათ საკმაოდ პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, შეთანხმებას ჯერჯერობით მაინც ვერ ახერხებენ.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მილანმა ჰაკანს 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა, 1 მილიონით უფრო მეტი, ვიდრე ის ახალა იღებს, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელს სეზონში 5 მილიონი ევროს მიღება სურს, რომელსაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

მიმდინარე სეზონში ჰაკანის ანგარიშზე სერია ა-ს 14 მატჩში 7 საგოლე გადაცემა და 1 გოლია.