ჩელსი დონარუმას ტრანსფერზე ამუშავდა
ლონდონის ჩელსი შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს და ლურჯები ახალი კიპერის ძიებაში არიან.
მათი პირველი არჩევანი რენის კარის დარაჯი, ედუარდ მენდი იყო, თუმცა ფრანგულ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ალტერნატულ ვარიანტებზე გადაერთვნენ.
Football Insider-ის მტკიცებით, ჩელსის წარმომადგენლები მინო რაიოლას დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.
ახალგაზრდა იტალიელ კიპერს მილანთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მილანს მისი გაყიდვა მოუწევს. დონარუმას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ევროა.