Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

„ჩვეული სიმწვავის, იდეების და ენერგიის გარეშე…“

იტალიური მედიის აზრით, მილანის მოულოდნელი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაკან ჩალჰანოღლუს ძალიან ცუდი მატჩი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე უსახური შეხვედრა ჩაატარა.

როსონერის ათიანმა კორონა ვირუსი ახლახანს დაამარცხა და შესაძლოა ის საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში არ იყო, თუმცა ამის გარდა ჩალჰანოღლუ ისეთ რაღაცეებს ვერ აკეთებდა, რასაც ის როგორც წესი ძალიან მარტივად აკეთებს, მაგალითად ბურთის კონტროლი და პასები…

იტალიურმა მედიამ თურქი ფეხბურთელი 10-დან 4 ქულით შეაფასა, Corriere dello Sport-მა კი მისი თამაში ასე აღწერა:

„ჩვეული სიმწვავის, იდეების და ენერგიის გარეშე…“