Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცნობილია პუნქტის დეტალები, რომლის შესრულების შემთხვევაში ალექს სანდროს კონტრაქტი იუვენტუსთან გახანგრძლივდება

იუვენტუსი ალექს სანდროსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და სურს, რომ მან გუნდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, მაგრამ ბრაზილიელის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის შესრულების შემთხვევაში მისი ხელშეკრულება 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ბრაზილიელ უკანახაზელს მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისურით საერთო ჯამში 40 მატჩი დაუგროვდება, მისი კონტრაქტი გახანგრძლივდება.

ამ მომენტისთვის სანდროს ანგარიშზე 19 მატჩია, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იუვენტუსს ამ პუნქტის ამოქმედება მოუწიოს.