Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძამპარინი:“ დიბალამ იუვენტუსი უნდა დატოვოს“

პალერმოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ პაულო დიბალას იუვენტუსიდან წასვლა ურჩია.

„პაულო ჩემპიონი და ძალიან კარგი ბიჭია და ვერ ვხვდები რატო ივიწყებს ამას ხალხი. ფაქტი, რომ ის ამდენ დროს სკამზე ატარებს, ჩემთვის მიუღებელია. მას ჩემთვის უნდა დაეჯერებინა და 3 წლის წინ იუვენტუსი უნდა დაეტოვებინა.

„მისი თამაშის სტილი შესანიშნავია და ის ბარსელონას ან მადრიდის რეალს უფრო უკეთ მოერგება, თუმცა ის ყოველთვის იძახდა, რომ იუვენტუსში თავს კარგად გრძნობდა.

„ახლა, 3 წლის შემდეგ, მე მას იგივე რჩევას მივცემ. იუვენტუსს უკვე რონალდუ ჰყავს და მე მსურს, რომ დიბალამ იუვე დატოვოს და ისეთი კლუბი იპოვოს, სადაც ლიდერი თავად იქნება.“