Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ იტალია რეკორდს აუცილებლად მოხსნის“

ლეგენდარული იტალიელი კარის დარაჯის აზრით, აძური მის რეკორდს – 1143 წუთი გოლის გარეშე აუცილებლად გააუმჯობესებს.

თუ იტალიის ნაკრები ავსტრიასთან მატჩში გოლს არ გაუშვებს, აძური აღნიშნულ რეკორდს მოხსნის.

„ეს რეკორდი მიუღწეველი ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, რომ იტალია ამას მოახერხებს. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ აძური მომდევნო ეტაპზე გავიდა, ამიტომ ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.

„ეს გუნდური მიღწევაა და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის, მეკარე უბრალოდ დაცვის ბოლო ხაზია, მაგრამ დონარუმას დამსახურება ამ ყველაფერში ძალიან დიდია.

„ავსტრიასთან მატჩი ? ფურცელზე აშკარად ფავორიტები ვართ, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ თუ იტალიამ ისეთი თამაში გააგრძელა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე აჩვენა, ჩვენ ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს.“