ჯეკომ ინტერში სამედიცინო შემოწმება გაიარა
ედინ ჯეკო მილანში იმყოფება, სადაც მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ძალიან მალე ის ნერაძურის ოფიციალური წევრი გახდება.
იტალიურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ რომა ჯეკოს სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ინტერი ჯეკოს ტრანსფერისთვის ფულს საერთოდ არ გადაიხდის და მომავალში გარკვეული ბონუსების ჩარიცხვა მოუწევს.
წყაროს ცნობით, მომდევნო სეზონში ინტერის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ჯალოროსი 1.8-1.9 მილიონს მიიღებს.