Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო:“ ყველამ იცის, თუ რას უნდა ელოდეს ჩემგან ინტერში“

ედინ ჯეკომ ბოსნიურ გამოცემა Klix-თან ინტერში დებიუტზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„ინტერში სადებიუტო მატჩის დღეს ძალიან აღელვებული ვიყავი. სადებიუტო მატჩში გოლის გატანა ძალიან მინდოდა და საბედნიეროდ ამის გაკეთება მოვახხერხე.

„ნერაძურის რიგებში ყველამ იცის, თუ რას უნდე ელოდეს ჩემგან. მათ იციან, რომ მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯები.

„ინძაგი ? მე მას დიდ პატივს ვცემ. მისი საფეხბურთო ფილოსოფია, რომელიძ ძალიან შემტევია, მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ სეზონში ბევრ გოლს გავიტან.

„როგორც უკვე ვთქვი, ინტერმა იცის, თუ რა შემიძლია მოედანზე და ვფიქრობ, რომ მათ მე სწორედ ამიტომ ამირჩიეს.

„გუნდი ? ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახლა წინასწარ გუნდის მიზნებზე საუბარი ძალიან ადრეა. ინტერი ჩემპიონის რანგში თამაშობს და ჩვენ ტიტულის დაცვას აუცილებლად შევეცდებით, მაგრამ სერია ა ძალიან დაბალანსებულია, სადაც ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს.

„წლების განმავლობაში იუვენტუსი ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ინტერმა მათი დომინაცია დაასრულა, თუმცა ბოლო პერიოდში არაერთი გუნდი გაძლიერდა და წინ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველოდება.”