Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო:“ შესანიშნავი გუნდური გამარჯვება“

ედინ ჯეკომ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ და გუნდური თამაშის წყალობით საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ. პირველ ნახევარში მეტოქემ ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ჩემი და ლაუტაროს დუეტი ? ნიჭიერ ფეხბურთელებს ერთად თამაშ არასოდეს უჭირთ. მე ინტერში ყოფნით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ასეთი წარმატებული მატჩები ბევრი გვექნება.“