ჯენოამ სირიგუს ტრანსფერში იუვე დაამარცხა
იუვენტუსი მეორე კიპერის ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი ვარიანტი ტორინოს უკვე ყოფილი კარის დარაჯი სალვატორე სირიგუ გახლდათ.
ვეტერანმა იტალიელმა კარის დარაჯმა ტორინოსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და მისი დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.
სირიგუს ბოლო დღეებში იუვენტუსს უკავშრებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ის კარიერას ჯენოაში გააგრძელებს, სადაც ის გუნდის პირველი კიპერი იქნება.