Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ ინტერს სერია ა-ს მოგება შეუძლია“

აშრაფ ჰაკიმიმ ბენევენტოს დამარცხების შემდეგ, სადაც ფეხბურთელმა ინტერში სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

„სტარტით ძალიან კმაყოფილი ვარ. ადაპტაციის პერიოდი კარგად მიდის და ნელ-ნელა ვსწავლობ, თუ რას მოითხოვს მწვრთნელი ჩემგან.

„დორტმუნდში ასეთი სქემით უკვე ვთამაშობდი და ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს, თანაგუნდელების დახმარებით კი  გუნდს ძალიან მალე მივეჩვიე.

„ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ სერია ა-ს ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.“