Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი:“ სკუდეტოსთვის 5 გუნდი იბრძოლებს“

ინტერის ვეტერანი კარის დარაჯის სამირ ჰანდანოვიჩის აზრით, მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის 5 გუნდი იბრძოლებს.

„ჩვენ სკუდეტოს მოპოვების გამო კვლავ ძალიან დიდი სიხარულის და სიამაყის გრძნობა გვაქვს, მაგრამ ახლა ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და მომდევნო სეზონისთვის მზადება მთელი მონდომებით მოგვიწევს, რადგან ჩვენ ჩემპიონის სტატუსი უნდა დავიცვათ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დაბალანსებული და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი გველოდება, რომელშიც ტიტულისთვის 5 გუნდი: ინტერი, იუვენტუსი, მილანი, ატალანტა და ნაპოლი იბრძოლებენ.

„ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო სეზონში გამარჯვება უფრო გაგვიჭირდება, რადგან ტურნირს ჩემპიონის სტატუსით ვხვდებით და ჩვენს წინააღმდეგ ყველა ორმაგი მოტივაციით ითამაშებს, მაგრამ ინტერი ამისთვის მზად არის.“