Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი:“ ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ“

ინტერის ვეტერანმა კაპიტანმა სამირ ჰანდანოვიჩმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეცდომების გამო თავის თავს ყველაზე მეტად თავადვე აკრიტიკებს.

„ვითვალისწინებ თუ არა ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ? გააჩნია, თუ ვინ არის ამ კრიტიკის ავტორი. ზოგჯერ ისეთი ხალხი საუბრობს, რომლებმაც არც კი იციან, თუ რას ნიშნავს იყო კარის დარაჯი.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავადვე ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ დაშვებული შეცდომის შემდეგ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო და იგივე მომავალში აღარ გავიმეორო.“