Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგე მილანთან შეხვედრას ითხოვს

იენს პეტერ ჰაუგეს მომავალი მილანში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ახალგაზრდა ნორვეგიელი გარემარბი როსონერის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და საკუთარ მომავალზე საუბარს ითხოვს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ჰაუგეს რამდენიმე გერმანული და ინგლისური გუნდი ეპატიჟება, თუმცა მას მილანში დარჩენა სურს და სანამ როსონერის პოზიციას არ მოისმენს, არც ერთ დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.

იტალიურ მედიაში ხშირად იწერება, რომ ჰაუგე-ლეაოს დუეტმა შესაძლოა გუნდი დატოვონ და ასეთ შემთხვევაში გუნდს მარცხენა ფლაგის გაძლიერება მოუწევს.