Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰოედტი ლაციოს ხვალ შეუერთდება

Tuttomercato-ს ინფორმაციით, უესლი ჰოედტი რომს ხვალ ესტუმრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ლაციოსთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

26 წლის ფეხბურთელი არწივების რიგებში 2015-17 წლების განმავლობაში უკვე თამაშობდა და საუთჰემპტონს 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა 26 წლის ფეხბურთელის კარიერა ინგლისში არ აეწყო.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

„ჩვენ ყველა ფეხბურთელს მივესალმებით, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა შეიძენს. გუნდს სიღრმე ნამდვილად აკლია, ჰოედტმა კი ლაციოს მენტალიტეტი და საქმისადმი მიდგომა კარგად იცის და ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დასჭირდება.

„მას სათანადოდ არ უვარჯიშია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ფორმას მალე დაიბრუნებს და მოედანზე გასვლას უმოკლეს დროში შეძლებს.“