Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

10 ფეხბურთელის კონტრაქტი, რომელიც იუვენტუსს ცუდ სიტუაციაში აგდებს…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ახლა ტურინელებს შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებთან არსებულ კონტრაქტებზე მოუწევთ მუშაობა.

სამი ხედირას გაშვებით ფაბიო პარატიჩის და კომპანიას ერთით ნაკლები სადარდებელი აქვთ, თუმცა მათ წინ ძალიან რთული მოლაპარაკებები ელოდებათ.

იუვენტუსის შემადგენლობაში არის 10 ისეთი ფეხბურთელი რომლებსაც კონტრაქტები 2022 წლის ზაფხულამდე ეწურებათ.

პირველ რიგში ტურინელებს მათი მთავარი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ხელშეკრულებაზე მოუწევთ დაფიქრება. პორტუგალიელის კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ივნისში იწურება და მისი ფორმიდან გამომდინარე, ტურინელები ფეხბურთელის შენარჩუნებაზე უარს ნამდვილად არ იყვიან, მაგრამ პრობლემა მისი წარმოუდგენელი ხელფასია, სეზონში კრიშტიანუ ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ფეხბურთელი პაულო დიბალაა, რომლის კონტრაქტიც ასევე 2022 წლის ზაფხულში იწურება. ლა ჯოია გუნდს ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას სთხოვს, თუმცა მისი ფორმიდან გამომდინარე იუვე ჯერჯერობით ამას არ აპირებს.

სიაში მესამე ალვარო მორატაა. ესპანელი ფეხბურთელი იუვეს ატლეტიკოდან სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა. ტურინელებს იჯარის გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონი შეუძლიათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუწევთ.

შედარებით მარტივად სავარაუდოა ფედერიკო კიეზას და უესტონ მაკკენის მომავალი. ორივე მათგანი იუვეს სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა და თუ იუვეს კიეზას შემთხვევაში იტალიელის გამოსყიდვის ვალდებულება აქვს, მაკკენის შემთხვევაში ეს პუნქტი ოფციაა, თუმცა ამერიკელი ფეხბურთელის ფორმიდან გამომდინარე იუვე მის გამოსყიდვას აუცილებლად გადაწყვეტს.

ამ სიაში მოხვდა ხუან კუადრადოც, რომელსაც ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულშ ეწურება. კოლუმბიელი ფეხბურთელი ახლა ანდრეა პირლოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, თუმცა მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ის 34 წლის იქნება და იუვემ უნდა სცადოს, რომ მასთან მიმართებაში ხედირას სიტუაცია არ განმეორდეს და გუნდს ხელფასის ხდა გამოუსადეგარი ფეხბურთელისთვის არ მოუწიოს.

ფედერიკო კიეზა ამ სიის კიდევ ერთი ფეხბურთელია. მისი კონტრაქტი გუნდთან 18 თვეში იწურება და იუვემ მისი გაყიდვა არაერთხელ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ფაქტია, რომ ფედერიკო პირლოს გეგმებში არ შედის და იუვე მას ახალ კონტრაქტს ალბათ არ შესთავაზებს.

ბოლო 3 ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი, ჯიჯო ბუფონი და კარლო პინსოლიოა. კიელინი თუ სეზონის ბოლოს კარიერას არ დაასრულებს, ის იუვეში დარჩება. ბუფონს, რომელიც გასულ კვირას 43 წლის გახდა, იუვეში დარჩენა კიდევ ერთი წლით სურს, პინსოლიო კი რონალდუს კარგი მეგობარი და გასახდელში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომ სავარაუდოდ გუნდში ისიც დარჩება.