Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი დაცვაში მილანის ისტორიაში

Milan, Italy, 16th May 2021. Fikayo Tomori of AC Milan during the Serie A match at Giuseppe Meazza, Milan. Picture credit should read: Jonathan Moscrop / Sportimage PUBLICATIONxNOTxINxUK SPI-1051-0127

ფიკაიო ტომორის მილანში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ფორმალური პროცედურების შემდეგ, ის როსონერის სრულყოფილი წევრი გახდება.

MilanLive-მ მილანის ისტორიაში დაცვის ხაზში განხორციელებული ყველაზე ძვირი ტრანსფერების ათეული გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს სიაში ლეონარდო ბონუჩი იკავებს, რომელიც მილანს იუვენტუსიდან 2017 წელს, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ის არა მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მცველი, არამედ ზოგადად ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გამოდგა, თუმცა იტალიელი უკანახაზელი იუვენტუსს 1 სეზონში დაუბრუნდა, სანაცვლოდ კი მილანმა სიაში მე-2 ფეხბურთელი მატია კალდარა მიიღო, რომლის ტრანსფერიც 35 მილიონ ევროდ შეფასდა, თუმცა როსონერის მოლოდინები ვერც მან გაამართლა.

სიაში მესამე ადგილი მილანის და იტალიის ლეგენდარულ ფეხბურთელს ალესანდრო ნესტას უკავია. გალიანიმ ნესტას სანაცვლოდ ლაციოს 2002 წელს 31 მილიონი ევრო გადაუხადა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბერლუსკონის ეპოქაში მილანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსფერი იყო.

ტომორი მილანის ისტორიაში მე-4 (28 მილიონი) ყველაზე ძვირადღირებული მცველი იქნება, მე-5 ადგილზე გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ალესიო რომანიოლი გახლავთ, რომლის სანაცვლოდ მილანმა 25 მილიონი გადაიხადა.

სიას ანდრეა კონტი (24), ტეო ერნანდესი (21.5), დიეგო ლაქსალტი (19), მატეო მუსაკო (18) და კახაბერ კალაძე (16) ასრულებენ.

გათიშვა