Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

10 წელი Allianz Stadium-ის გახსნის შემდეგ…

დღეს შესრულდა ზუსტად 10 წელი მას შემდეგ, რაც იუვენტუსმა საკუთარი სტადიონი ააშენა და ბიანკონერი გახდა პირველი გუნდი იტალიაში, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს.

იუვენტუსის პირველი მატჩი ახალ სტადიონზე 2011 წლის 8 სექტემბერს მსოფლიოს ყველაზე ძველი გუნდის Notts Country-ს წინააღმდეგ გაიმართა და შეხვედრა 1 – 1 დასრულდა.

იმ დღიდან მოყოლებული, იუვენტუსმა Allianz Stadium-ზე 262 მატჩი ჩაატარა, შეხვედრების 78 პროცენტი მათი გამარჯვებით დასრულდა. საერთო ჯამში ბიანკონერიმ 558 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ყველაზე მეტი პაულო დიბალას ანგარიშზეა, მან საკუთარ მოედანზე 60 გოლი გაიტანა.