Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

100 მილიონი კიეზას სანაცვლოდ…

ესპანური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში ლონდონის ჩელსის უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე ფედერიკო კიეზა იქნება.

Todofichajes-ის ცნობით, ლონდონელები იტალიელი ვინგერის სანაცვლოდ ბიანკონერის 100 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ იუვემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოისურვოს, მაგრამ თუ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხეს, სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს…