Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

100 წელი ანიელების ოჯახთან ერთად…

100 წლის წინ, 1923 წლის 24 ივლისს იუვენტუსის პრეზიდენტი FIAT-ის ერთ-ერთი დამფუძნებელის ჯოვანი ანიელის შვილი ედოარდო ანიელი გახდა, რამაც ფეხბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი.

ანიელების ტურინულ გრანდში მისვლამდე, იმ დროისთვის 26 წლის იუვენტუსის მუზეუმი მხოლოდ 1 სკუდეტოს ითვლიდა, თუმცა 100-წლიანი ეპოქის განმავლობაში ტურინულმა გრანდმა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე უამრავი ტიტულის მოგება შეძლო და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდიც გახდა.