Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

1000 მატჩი მალდინის ოჯახთან ერთად…

გუშინ მილანმა სან სიროზე იუვენტუსს უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

81 წუთზე მოედანზე პაოლო მალდინის შვილი, დანიელ მალდინი გამოჩნდა და მალდინების ოჯახის და მილანის ისტორიის წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა.

ეს იყო რიგით მე-1000 მატჩი, რომელშიც მალდინების იჯახის წარმომადგენელმა მილანის მაისურით ითამაშა. პირველად მილანში ჩეზარე მალდინი გამოჩნდა, რომელმაც როსონერის რიგებში 347 მატჩი ითამაშა, შემდეგ პაოლო მალდინი – 647 მატჩით და დანიელ მალდინი, 6 მატჩით.