Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

111 გოლი… ინტერმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა

გუშინ ნერაძურიმ ევროპა ლიგის ნახევარფინალში შახტარს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და 10 წლის შემდეგ, ევროპული ტურნირების ფინალში გასვლა მოახერხა.

ლაუტაროს და ლუკაკუს დუბლებით და დ’ამბროზიოს გოლით გუნდს სეზონში საერთო ჯამში 111 გოლი დაუგროვდა, რაც 1929-30 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. ინტერმა ამ გოლების გატანა 53 მატჩში მოახერხა, რაც თითო შეხვედრაში საშუალოდ 2.1 გატანილ გოლს უდრის.

ინტერის რიგებში თავის გამოჩენა ცხრამეტმა სხვადასხვა ფეხბურთელმა მოახერხა. 111 გოლიდან გუნდმა 81 სერია ა-ში, 7 Coppa Italia-ზე, 10 ჩემპიონთა ლიგაზე და 13 ევროპა ლიგაზე გაიტანა.

საუკეთესო მეგოლეთა სია ასე გამოიყურებ:

ლუკაკუ – 33

ლაუტარო – 21

კანდრევა – 7

დ’ამბროზიო – 5

ანტონიო კონტე გახდა მე-3 მწვრთნელი ინტერში, რომელმაც სადებიუტო სეზონში გუნდი ევროპული ჩემპიონატების ფინალში გაიყვანა. აქამდე ეს ჯამპიერო მარინიმ (1993/94 წლები) და ლუიჯი სიმონიმ( 1997/98 წლები) მოახერხეს და ორივე მათგანმა უეფას თასის მოგება მოახერხეს.

ინტერმა ევროპულ ასპარეზზე ზედიზედ 5 გამარჯვების მოპოვემა მოახერხეს, რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მაშინ გუნდმა ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

ლუკაკუმ ინტერის მაისურით ორმოცდამეათე შეხვედრა ჩაატარა, რაც სამუელ ეტო’ოს (53) და ხავიერ ძანეტის (52) შემდეგ ყველაზე კარგი შედეგია.

ლუკაკუს სეზონში 33 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარული რონალდოს რეკორდამდე, რომელმაც ინტერში სადებიუტო სეზონში 34 გოლის გატანა მოახერხა, ერთი გოლი უკლია.

უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც ინტერის რიგებში 30 გოლზე მეტის გატანა მოახერხა, ეტო’ო იყო(37 გოლი, 2010/11 წლებში).

ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა და თუ ფინალში გატანას მოახერხებს, ის ეტო’ოს რეკორდს გაიმეორებს, რომელმაც 2010/11 წლებში 26 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ლუკაკუმ და ლაუტარომ დუბლის გაფორმება მოახერხეს, ბოლო ფეხბურთელი კი, რომელმაც ინტერის რიგებში ნახევარფინალში დუბლი გაიფორმა რონალდო იყო, 1998 წელს მოსკოვის სპარტაკში გატანილი 2 ბურთით.

მიმდინარე სეზონში, ლაუტარო მარტინესმა პირველ 30 წუთში ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა – 13.

ლაუტარომ და დ’ამბროზიომ თავისი გოლები თავური დარტყმის შემდეგ გაიტანეს და თავით გატანილი გოლების მონაგარი 25-ამდე გაზარდეს, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *