120 მილიონი ევრო კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ?

სეზონი ჯერ არ დამთავრებულა,თუმცა ჩელსიმ გუნდის გაძლიერება უკვე დაიწყო.აიაქსის ჰაკიმ ზიეიჩი გუნდს 1 ივლისს შეუერთდება.ტიმო ვერნერი კი სტემფორდ ბრიჯზე გადასვლასთან ძალიან ახლოს არის,ლონდონელები მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას გეგმავენ.

თუმცა ლურჯები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და იუვენტუსის სუპერვარსკვლავის,კრიშტიანუ რონალდუს გაფორმებას შეეცდებიან.მარკას ცნობით,ჩელსი პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდის.

რონალდუ იუვენტუსში 2018 წელს,117 მილიონის სანაცვლოდ მივიდა და გუნდის წამყვანი ფიგურა გახდა,თუმცა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო,იუვენტუს მისი წლიური ხელფასის,31 მილიონი ევროს გადახდა უჭირს და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ უკვე დაიწერა.

რამდენად უნდა რონალდუს პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის გარდა სხვა მაისურის მორგება,ეგ სხვა საკითხია და ამაზე პასუხს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გავიგებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.