Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

15 მილიონი ევრო ლაუტაროს სანაცვლოდ ?

ესპანური გამოცემა Marca-ს მტკიცებით, ბარსელონას იმედები ლაუტარო მარტინესის გაფორმებასთან დაკავშირებით უკვალოდ გაქრა.

გამოცემის ინფორმაციით, ლაუტაროს აგენტები კატალონიაში იმყოფებოდნენ, რომ ბლაუგრანას წინადადება მოესმინათ, სადაც გუნდის მესვეურებმა ‘სასაცილო’ წინადადება წარადგინეს.

ბარსელონას სურდა, რომ ფეხბურთელი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაეფორმებინათ, შემდგომში სხვადასხვა მსუყე დანამატებით.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტებმა ბარსელონას ოფისი გაოცებულებმა დატოვეს და ინტერის ხელმძღვანელებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან, თუმცა არა ბარსელონაში ტრანსფერის, არამედ ახალი კონტრაქტის განსახილველად.