Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

2 შესაძლო სცენარი ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით

იტალიელი სპეციალისტი ნერაძურის ხელმძღვანელობას ხვალ შეხვდება და მისი მომავალიც იქ გაირკვევა.

La Repubblica-ს მტკიცებით, პირველი მათგანი ანტონიო კონტეს სატრანსფერო სურვილების დაკმაყოფილება და იმ ფეხბურთელების გუნდში მიყვანაა, რომლებსაც კონტე ითხოვს. კონტე გუნდს ნ’გოლო კანტეს, ემერსონ პალმიერის და ედინ ჯეკოს ტრანსფერებს სთხოვს.

მეორე და ჯერჯერობით უფრო რეალური სცენარი კი მასსა და გუნდს შორის კონტრაქტის გაწყვეტაა და ამ შემთხვევაში ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტს დიდი ალბათობით მაქს ალეგრი დაიკავებს.

ალეგრის გარდა, კონტეს შესაძლო შემცვლელთა სიაში პოჩეტინომ, მიჰაილოვიჩმა და დე ზერბიმ გაიჟღერა, თუმცა ჯერჯერობით ყველაზე რეალური ვარიანტი მაქს ალეგრია.

Leave a Reply

Your email address will not be published.