Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

2020/21 წლების ტურების თარიღები გაირკვა

სერია ა-ს მომდევნო სეზონი, როგორც მოსალოდნელი იყო, 19 სექტემბერს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება. შუა კვირაში 6 ტური გაიმართება და გუნდებს შობას დასვენება არ ექნებათ.

გუნდები ზუსტ კალენდარს ხვალ, 1 საათზე გაიგებენ. შუა კვირაში თამაში გუნდებს 16 დეკემბერს, 23 დეკემბერს, 6 იანვარს, 2 თებერვალს, 21 აპრილს და 12 მაისს მოუწევთ.

სანაკრებო პაუზები 11 ოქტომბერს, 15 ნოემბერს და 28 მარტს  იქნება. როგორც უკვე მოგახსენეთ, საშობაო შესვენება წელს სერია ა-ში არ იქნება, რადგან 18 მაისის შემდეგ რომა და ლაციო საშინაო მატჩების გამართვას ვეღარ მოახერხებენ იმ მიზეზის გამო, რომ სტადიო ოლიმპიკო ევრო 2020-სთვის უნდა მოამზადონ.

Leave a Reply

Your email address will not be published.