Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ ციურიხში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საერთო ჯამში წილისყრაში 55 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ყოველი ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება. რასაც მე-2 ადგილოსნებიდან 3 გამარჯვებული დაემატება, მათ გარდა კი ერთა ლიგის 2 საუკეთესო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად მოხვდება.

წილისყრის შედეგები კი ასეთია:

ჯგუფი A: პორტუგალია, სერბეთი, ირლანდიის რესპუბლიკა, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

ჯგუფი B: ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

ჯგუფი C: იტალია, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბულგარეთი, ლიტვა

ჯგუფი D: საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ყაზახეთი

ჯგუფი E: ბელგია, უელსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბელორუსია, ესტონეთი

ჯგუფი F: დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

ჯგუფი G: ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

ჯგუფი H: ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

ჯგუფი I: ინგლისი, პოლონეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან მარინო

ჯგუფი J: გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი