Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

21 საუკუნეში ჰანდანოვიჩი საუკეთესოა…

ინტერის კაპიტანმა,სამირ ჰანდანოვიჩმა 21 საუკუნეში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი პენალტის მოგერიება შეძლო.

36 წლის კარის დარაჯმა 2000 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული 38 პენალტის მოგერიება მოახერხა,მეორე ადგილზე იუვენტუსის ლეგენდარული კარის დარაჯი,ჯიჯი ბუფონია – 30 სეივით,მესამე ადგილზე კი დიეგო ალვეშია 26 მოგერიებული პენალტით.

მე-4 ადგილზე მანუელ ნოიერია 25 სეივით,რომელსაც ჩეხი და კონსილი მიყვებიან 21 მოგერიებული პენალტით,სიას კი იკერ კასილასი ხურავს 20 მოგერიებული ბურთით.

ჰანდანოვიჩი გუნდში მომავალ სეზონშიც დარჩება და ამ სტატისტიკის გაუმჯობესების საშუალება ექნება.გასულ სეზონში მან ინტერის კარს 46-ჯერ უდარაჯა და 15 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.