Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

25 მილიონი ევრო მაკსიმოვიჩის სანაცვლოდ

Sky Sport Italia იუწყება, რომ უესტ ჰემმა ნაპოლის ნიკოლა მაკსიმოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

სერბი ფეხბურთელი ნაპოლის რიგებში 2017 წელს ტორინოდან, 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

28 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლის რიგებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული, გატუზოს ძირითადი XI წევრად არ მოიაზრება და არ არის გამორიცხული, მაკსიმოვიჩმა გუნდის დატოვება თავად მოისურვოს.