Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

3 სავარაუდო გუნდი,სადაც რონალდუ იუვენტუსის დატოვების შემთხვევაში გადავა

კორონავირუსის პანდემიამ იუვენტუსს საკმაოდ დიდი ზარალი მოუტანა და ფინანსების მოსაძიებლად,გუნდმა შესაძლოა პორტუგალიელი ვარსკვლავი გაყიდოს.

ლეგენდარული მოთამაშე იუვენტუსს 2018 წელს,100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და 75 შეხვედრაში 53 გოლის გატანა მოახერხა.მისი წლიური ანაზღაურება საოცარი 31 მილიონი ევროა წელიწადში,რაც მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გუნდს მძიმე ტვირთად აწევს.

1)მადრიდის რეალი

35 წლის ფეხბურთელს მადრიდის რეალში 9-წლიანი დაუვიწყარი პერიოდი აქვს გატარებული,მან 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა.პორტუგალიელი მადრიდის მიმართ დიდ სიყვარულს ყოველთვის ხაზს უსვამდა და მისი ესპანეთში დაბრუნება გამორიცხული ნამდვილად არ არის.

2)ლისაბონის სპორტინგი

რონალდუს არაჩვეულებრივი კარიერა სწორედ სპორტინგში დაიწყო,სანამ ის 2003 წელს მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდა.

პორტუგალიელის უპირველეს პროფესიონალურ გუნდში დაბრუნებას ჯერ კიდევ მადრიდის რეალში თამაშის ბოლო სეზონში განიხილავდნენ,თუმცა მისი ფორმის და ტიტულების წყურვილის გათვალისწინებით,სპორტინგს რამდენიმე სეზონი მოცდა მოუწევს.

3)მანჩესტერ იუნაიტედი

2009 წელს მანჩესტერის დატოვების შემდეგ,წითელი ეშმაკების გულშემატკივრები მას დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

ესპანური Marca-ს მტკიცებით,რონალდუ მანჩესტერში დაბრუნებას გასულ აპრილს განიხილავდა და თუ ტურინელები მის გაყიდვას გადაწყვეტენ,არც ინგლისელები არიან მისი დაბრუნების წინააღმდეგი.

პორტუგალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში 292 შეხვედრა ჩაატარა და 118 გოლი გაიტანა.

Leave a Reply

Your email address will not be published.