Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

4-დან 3, ინტერი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

იუვენტუსს და ლაციოს ცოტა ხნის წინ ატალანტაც შეუერთდა. ბერგამოელებმა გასვლაზე აიაქსის დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა მოახერხეს.

სამწუხაროდ ჯგუფური ეტაპის დაძლევა ყველა იტალიურმა გუნდმა ვერ მოახერხა. ნერაძურიმ ჯუზეპე მეაცაზე შახტართან უგოლო ფრე ითამაშა და ჯგუფის ბოლო ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერაძური ევროტურნირებს გამოეთიშა.