Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

5 მილიონი მიზეზი, რის გამოც ატალანტა მილანის დამარცხებას ეცდება…

მილანმა კალიარისთან ქულების დაკარგვით საქმე საგრძნობლად გაირთულა. როსონერის ჩემპიონთა ლიგის საგზურის გასანაღდებლად სერია ა-ს ბოლო ტურში გასვლაზე ატალანტას დამარცხება მოუწევს.

ბერგამოელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდეს და ერთი შეხედვით, ისინი მილანთან მატჩს უმოტივაციოდ უნდა შეხვდნენ, თუმცა საქმე არც ასე მარტივად არის.

სერია ა-ში მე-4 ადგილზე გასული გუნდი 14.2 მილიოსნ იღებს, მე-2 ადგილზე გასული კი 19.4 მილიონს, ეკონომიკური კრიზისის გამო კი ისეთი გუნდებისთვის, როგორიც ატალანტაა, 5 მილიონი საკმაოდ მსუყე თანხაა, ამიტომ მილანს ბერგამოში ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება.